მოგესალმებით BACO.GE-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის გვერდზე. აქ თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი ვებ-საიტის მიერ თქვენი პირადი ინფორმაციის დაცულობის, შეგროვების და გამოყენების პროცესებს. ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა დაფუძნებულია ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ახალი რეგულაციების (General Data Protection Regulation, GDPR) - საფუძველზე
1. კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა წარმოადგენს დოკუმენტს იმის შესახებ, თუ როგორ ხდება თქვენი პირადი ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება BACO.GE-ის მიერ. ვებ-საიტი შექმნილია და მისი ადმინისტრირება ხორციელდება შპს 'ბიზნესის აკადემიური ცენტრი'-ს მიერ.
BACO.GE დაკავშირებულია მესამე პირის ვებ-საიტებთან, რომელთა მართვა და ადმინისტრირება ხორციელდება ჩვენგან დამოუკიდებლად (მაგ.: Google Analytics). შესაბამისად, BACO.GE-ს არ გააჩნია წვდომა მსგავსი ვებ-საიტების მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე (გარდა იმ ინფორმაციისა, რაც დაშვებულია მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკაში). შპს 'ბიზნესის აკადემიური ცენტრი' პასუხისმგებელი არ არის თქვენს მიერ მესამე პირის ვებ-საიტებისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასა და დაცულობაზე. ამიტომ, გთხოვთ, ყურადღებით შეისწავლოთ BACO.GE-სთან დაკავშირებული ვებ-საიტების კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
შპს 'ბიზნესის აკადემიური ცენტრი'-ს ვებ-საიტის მოხმარებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ მიიღოთ მისი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩვენი ვებ-საიტით.
2. ინფორმაციის დაცულობა
შპს 'ბიზნესის აკადემიური ცენტრი' ვალდებულებას იღებს მიიღოს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი და უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან, თუმცა ტექნოლოგიური სწრაფი განვითარების პირობებში კომპანია არ იძლევა გარანტიას, რომ მიუხედავად კომპანიის მხრიდან მიღებული უსაფრთხოების ზომებისა სრულად მოხდება უკანონო შეღწევის, ჰაკერული და თაღლითური გზით მოპოვებული მონაცემების დაცვა შეცვლის, გამჟღავნების, დაკარგვის ან განადგურებისაგან.
ვებ-გვერდის ადმინისტრაციის მიერ მონაცემთა დამუშავება მოხდება მხოლოდ იმ ვადით და ფარგლებში, რაც აუცილებელია ინფორმაციის დამუშავების მიზნებისათვის. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
შეგახსენებთ, რომ შპს 'ბიზნესის აკადემიური ცენტრი' არ იღებს პასუხისმგებლობას BACO.GE-თან დაკავშირებული მესამე პირთა ვებ-საიტების უსაფრთხოებაზე, ამიტომ გთხოვთ, წინასწარ გაეცნოთ ამ ვებ-საიტების კონფიდენციალურობის პოლიტიკას მათი მომსახურებით სარგებლობამდე.
შპს 'ბიზნესის აკადემიური ცენტრი' არ გაყიდის და არ გადასცემს თქვენს პირად ინფორმაციას მესამე პირს.
3. ინფორმაციის შეგროვება
თქვენს შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხორციელდება რამდენიმე მეთოდით:
IP მისამართი
აღნიშნული მეთოდი საშუალებას გვაძლევს შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენი მდებარეობის, კომპიუტერული ხელსაწყოს და გამოყენებული ბრაუზერის შესახებ.
ვებ-ბრაუზერის ქუქიები (Cookies)
ვებ-ბრაუზერის ქუქიები არის ის ინფორმაცია, რასაც ბრაუზერი ინახავს კომპიუტერში თქვენს მიერ სხვადასხვა ვებ-საიტებზე სტუმრობისას. BACO.GE-იც იყენებს ქუქიებს, იმისათვის რომ გააუმჯობესოს მისი მუშაობა. ვებ-ბრაუზერის კონფიგურაციის შედეგად საშუალება გეძლევათ ნებისმიერ დროს გათიშოთ ქუქიები ჩვენი ვებ-საიტისთვის, თუმცა მსგავსი ქმედების განხორციელების შემდეგ შესაძლებელია, რომ საიტმა იმუშაოს შეფერხებებით.
მესამე პირის ქუქიები
არსებობს BACO.GE-თან დაკავშირებული მესამე პირის ვებ-საიტები, რომლებიც სარგებლობენ თავიანთი ქუქიებით და მათ მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე ხელი არ მიგვიწვდება, გარდა იმ ინფორმაციისა რაც გათვალისწინებულია მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
ეს ვებ-საიტებია:
• Google (Analytics, Maps) - კონფიდენციალურობის პოლიტიკა
• Facebook - კონფიდენციალურობის პოლიტიკა
4. ინფორმაციის გამოყენება
შპს 'ბიზნესის აკადემიური ცენტრმა' თქვენი პირადი ინფორმაცია შეიძლება გამოიყენოს შემდეგი მიზნებისთვის:
• იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ ონლაინ მომსახურება.
• იმისათვის, რომ შევაგროვოთ სტატისტიკა და განვსაზღვოთ ვებ-საიტის მუშაობა თქვენთან მიმართებაში. ეს საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ ვებ-საიტის ეფექტურობა, მოვარგოთ ვებ-საიტი თქვენს მიერ გამოყენებულ ტექნოლოგიებს, დავხვეწოთ საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, შევისწავლოთ თქვენთვის ყველაზე მეტად საიტერესო გვერდები და მოვახდინოთ შესაბამისი ცვლილებები ვებ-საიტის სტრუქტურაში.
5. პირადი ინფორმაციის გამოთხოვნა
ვებ-საიტის მომხმარებელს აქვს უფლება გამოითხოვოს პირადი ინფორმაცია, მოითხოვოს მისი ჩასწორება, შეცვლა ან წაშლა.
ამისათვის მოგმართედ შემდეგ ელ. ფოსტაზე: aniqabadze@gmail.com
6. დოკუმენტში ცვლილებების შესახებ
შპს 'ბიზნესის აკადემიური ცენტრი' იტოვებს უფლებას აღნიშნულ დოკუმენტში შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება ნებისმიერ დროს. თუ არ ეთანხმებით შესაძლო ცვლილებებს, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ამ დოკუმენტში, მაშინ გთხოვთ არ ისარგებლოთ ჩვენი ვებ-საიტით.
გარწმუნებთ, რომ დოკუმენტის განახლების შემთხვევაში ინფორმირებული იქნებით ვებ-საიტის მეშვეობით შესაბამისი ფორმით.
7. გამოყენებული სამართალი
აღნიშნული დოკუმენტი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
დოკუმენტთან დაკავშირებით მხარეებს შორის წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.