საწყისი გვერდი
599 41 25 36




        გაეცანით აუცილებლად!                                        გაეცანით გულდასმით!

           

                 სასწავლო  პროგრამასთან  მუშაობის  წესები  

პროგრამასთან მუშაობა რთული, მაგრამ საინტერესო პროცესია. იმედი გვაქვს, რომ გამოწვევებისათვის მზად ხართ, რადგანაც თქვენი მიზანია  დაეუფლოთ მნიშვნელოვან და პრესტიჟულ პროფესიას  მოკლე დროში.

სერტიფიცირების პროცესი არ გულისხმობს მხოლოდ საგნების შესწავლას, არამედ ეს გახლავთ თანმიმდევრული წრთვნის პროცესი, შესაბამისი წესებითა და მეთოდებით.

მთავარია!- სასწავლო პროცესში ჩვენ ერთად ვართ! 

თქვენ აირჩიეთ სწავლების დისტანციური ფორმა, თუმცა ეს არანაირად არ განსხვავდება დასწრებული სწავლების ფორმისგან, გარდა იმისა, რომ ლექციას მოისმენთ თქვენთვის სასურველ ადგილზე. ყველა სხვა წესი ერთნაირად უნდა იყოს დაცული.

ჩვენ გპირდებით!თქვენ მიიღებთ შესაბამის ცოდნას და გამოიმუშავებთ  შესაბამის უნარებს, რაც ჭირდება კონკურეტუნარიან სპეციალისტს.

თქვენგან ვითხოვთ!-  შეთანხმებული წესების დაცვას!

                                   

                   შეთანხმება წესებზე                      

·       საკონკურსო ტესტირების წარმატებით გავლის და პირველი საავანსო თანხის გადახდის შემდგომ მოგეწოდებათ სასწავლო სახელმძღვანელოები თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში, რომელშიც მოცემულია თემები, საილუსტრაციო და პრაქტიკული მაგალითები,  დამოუკიდებლად ამოხსნისათვის. 

მასალებთან მუშაობის თანმიმდევრობა

 

წიგნში-კითხულობთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ თემას

პროგრამაში-უსმენთ ამ თემის ვიდეო ლექციას 

               პროგრამაში-უსმენთ ამ თემაზე ადრე დასმულ კითხვებზე  ვიდეო პასუხებს (ირჩევთ თქვენთვის საჭირო კითხვებზე პასუხებს)

წიგნში-აკეთებთ დამოუკიდებლად სავარჯიშოებს          

              პროგრამაში-ისმენთ წინა ჯგუფებთან შემდგარი კონფერენციების ჩანაწერებსა (სავალდებულო არ არის მხოლოდ სასურველია,

                                     თუ თავისუფალი დრო გექნებათ მოუსმინეთ აუცილებლად)

              პროგრამაში-საკონტროლო კითხვებზე პასუხის გაცემით, ამოწმებთ                                                                

             სავარჯიშოებს

პროგრამაში-ისმენთ ამ სავარჯიშოების ახსნის ვიდეო ლექციას

პროგრამაში-ისმენთ წინა ჯგუფებთან შემდგარი კონფერენციების ჩანაწერებსა (სავალდებულო არ არის მხოლოდ სასურველია, თუ თავისუფალი დრო გექნებათ მოუსმინეთ აუცილებლად)

მთავარია!-არ გამოტოვოთ და არ გადაადგილოთ ეს პროცედურები!

გარწმუნებთ!-თუ ამ წესებს დაიცავთ პროგრამის სირთულეს ადვილად დაძლევთ

 სიახლე!  თუ თემაზე მუშაობისას გაგიჩნდათ კითხვა, ამ დროს შეხვალთ თემის თანდართულ გაკვეთილში ,,კითხვა-პასუხი“  მოძებნით თქვენთვის საჭირო კითხვას და მოუსმენთ ვიდეოპასუხს. იმ შემთხვევაში თუ განსხვავებული კითხვა გაქვთ, თქვენს კითხვას ჩაწერთ ლექციების გვერდით არსებულ ჩათში და გიპასუხებთ კონფერენციაზე ან პირადად.                

თქვენი შეკითხვებიდან და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების შედეგებიდან გამომდინარე, პერიოდულად შედგება ვიდეო კონფერენცია, რომელიც გაიმართება წინასწარ დათქმულ დროს, პირდაპირ ეთერში,  სადაც პასუხი გაეცემა სწავლების დროს თქვენს მიერ დასმულ კითხვებს, ასევე ვიდეო კონფერენციის მიმდინარეობისას შეგეძლებათ ჩატის მეშვეობით დასვათ შეკითხვები.

                              

                                  სასარგებლო რჩევები

·       უპირველესად, ახალი თემის წიგნში წაკითხვის დროს მონიშნეთ თქვენთვის რთული და გაუგებარი ადგილები.

·       ამის შემდეგ, ვიდეო ლექციის მოსმენის დროს დარწმუნდით, გაარკვიეთ თუ არა ყველა საკითხი.

·       გაურკვეველი საკითხები ჩამოაყალიბეთ მოკლე კითხვის ფორმით და მოგვწერეთ ამავე გვერდიდან ჩატის მეშვეობით.

·       მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ წიგნში სავარჯიშოს შესრულება.

·       როცა დარწმუნდებით, რომ ეს არის თქვენი ამოხსნის საბოლოო ვერსია, გადაამოწმეთ ,,წიგნის სავარჯიშოების შემოწმება“ -ღილაკის გააქტიურებით,  სადაც მოგეწოდებათ სწორი პასუხები.

·       მხოლოდ ამის შემდგომ გაიხსნება ამოცანების ამოხსნის ვიდეო ლექცია, რომლის მოსმენაც აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ყველა პასუხი სწორი გექნებათ.

·       პრაქტიკული ვიდეო ლექციის მოსმენის შემდეგ, აუცილებლად შეიტანეთ შესწორებები წიგნში ამოხსნილ ამოცანაში.

გაითვალისწინეთ!საბოლოოდ მასალის სახით თქვენ გრჩებათ მხოლოდ წიგნი!    
 

                    ტესტირებები და გამოცდა:

·       პროგრამის მსვლელობისას შეფასებისათვის გამოცდამდე ტარდება სარეიტინგო ტესტირებები.

ეს მასალა წიგნში არ არის მოცემული და თქვენთვის წინასწარ უცნობია.

სარეიტინგო ტესტირების ჩატარების დრო და პირობები წინასწარ გეცნობებათ. (მაგალითად ორშაბათიდან შაბათამდე მოგეწოდებათ ლექციები და პრაქტიკული სავარჯიშოები თემაზე, შაბათს 10 საათიდან კვირის 24 საათამდე ნებისმიერ თქვენთვის სასურველ დროს  შეასრულებთ ამ თემის სარეიტინგო ტესტირებას. )

ტესტირების დამთავრებისთანავე გებულობთ შედეგს. საერთო რეიტინგს გებულობთ რამოდენიმე საათში.

სარეიტინგო ტესტირების შედეგი მოქმედებს საბოლოო საგამოცდო შედეგზე-მხოლოდ დადებითი ნიშნით,რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლების პროცესში სარეიტინგო ტესტირების დროს მოგროვებული ქულებიდან 70%-ზე გადამეტებული ქულების 15% დაგემატებათ გამოცდაზე მოგროვილ ქულებზე.

მაგალითად:თუ სტუდენტი ტესტირების საერთო ქულათა რაოდენობიდან, ვთქვათ - 300 ქულიდან აგროვებს 250 ქულას, აქედან ­- 70%-ზე, ანუ 210 ქულაზე გადამეტება არის 40 ქულა. 40 ქულის 15% ანუ 6 ქულა დაემატება საგამოცდო ქულებს

Øშემაჯამებელი სასერთიფიკატო ტესტირება ჩატარდება სწავლის პროცესის დამთავრებისთანავე ონლაინ რეჟიმში.

 

                        ტექნიკური დახმარება

·       ტექნიკურ შეფერხებებთან დაკავშირებული კითხვები, მოგვაწოდეთ მთავარ გვერდზე არსებული ჩათის, Skype ან facebook მეშვეობით რაც მოგვცემს სწრაფად რეაგირების საშუალებას.

·       ასევე შეგიძლიათ დაგვეკონტაქტოთ ტელეფონებზე:

599-41-25-36 ან 592 41-25-36. დაკავშირების დრო შეზღუდული არ არის.

·       Skype: baco.ge (რეგისტრაციის შემდეგ მოითხოვეთ კონტაქტის დადასტურება)

·       ელ. ფოსტა: aniqabadze@gmail.com

·       facebook: bacoge-სთან მოითხოვეთ დამეგობრება და თქვენ გაწევრიანდებით ჯგუფში-სადაც მოგეწოდებათ ყველა სახის საჭირო ინფორმაცია სწავლების პროცესის მიმდინარეობისას.