რეგისტრაცია
შესვლა
599 41 25 36

ბიზნესის აკადემიური ცენტრი

"ფინანსების მენეჯერის" პროგრამა

  • I – დონე-ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება (შედის "ორისი" + "Excel")
  • პროგრამაში ჩართვა კონკურსის წესით
  • II-დონე -სამართლის საფუძვლები და საგადასახადო კანონმდებლობა.
  • III-დონე - მმართველობითი აღრიცხვა.

პროგრამის 5 თავი -13 გაკვეთილი
უფასოდ

ჩაერთე პროგრამაში

სტუდენტებისათვის სპეციალისტებისათვის მეწარმეებისათვის ვისაც არ აქვს ან იცვლის პროფესიას
რეგიონში მცხოვრებთათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებთათვის ახალგაზრდა მშობლებისთვის ვისაც პატარა ყავს და ვერ ტოვებს. ყველას ვისაც უნდა გახდეს პროფესიონალი ფინანსების და აღრიცხვის სფეროში.

რას ამბობენ ჩვენზე!


შეცვალეთ წარმოდგენა თანამედროვე სწავლებაზე, რომელიც მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიების გამოყენებით და რამდენჯარმე ეფექტურია დასწრებულ სწავლებასთან შედარებით, შედეგი შთამბეჭდავია!

  • სწავლა შესაძლებელია თქვენთვის სასურველ ადგილზე, ნებისმიერ დროს.
  • პირადი კაბინეტი აქტიურია 24 საათი.
  • ლექციის ნახვა შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით, შეგიძლათ შეაჩეროთ, გაიაზროთ მოსმენილი და გააგრძელოთ სასურველ დროს.
  • ლექციის შინაარს ამყარებთ თვითშემოწმების ტესტებით და ამოცანებით, რომლის პასუხებს გებულობთ მაშინვე, ყველა ამოცანას აქვს ვიდეოამოხსნა და თქვენ მიერ ამოხსნილ ამოცანას ადარებთ ვიდეოამოხსნას.
  • კითხვის პასუხი, რომელიც გაგიჩნდებათ თემაზე მუშაობისას,შეგიძლიათ ნახოთ კითხვა-პასუხის განყოფილებაში და მოუსმინოთ ვიდეოპასუხს. (კითხვა-პასუხი მომზადებულია ბოლო ხუთი წლის კონფერენციებიდან.), თუ მაინც გაგიჩნდებათ სხვა კითხვა, გამოაგზავნით და უახლოოს საათებში მიიღებთ პასუხს.
  • სწავლების ასეთი ფორმით თავად გეგმავთ სწავლის დროს და ხანგრძლივობას, არჩევთ სასურველ დროს, როცა განწყობა გაქვთ პროგრამასთან მუშაობის.
  • დროს და თანხას არ კარგავთ წასვლა-მოსვლაში.
  • დროს არ აცდენთ ჯგუფში დასმულ ისეთ კითხვის მოსმენაზე, რაც თქვენთვის გასაგებია.
  • ტესტირების პასუხი რამდენიმე წამში ცნობილია თქვენთვის.
  • ყველა ზემოთ მოყვანილ საკითხებს დაგიდასტურებთ ჩვენი ნებისმიერი კურსდამთავრებული
  • პროგრამის 5 თავი -13 გაკვეთილი უფასოდ

  • ჩაერთე პროგრამაში

    ჩვენი გუნდი
    1/10
    რუსუდან ჟორჟოლიანი-დირექტორი
    მმართველი პარტნიორი, კომპანია ,,ბიზნესის აკადემიური ცენტრის" დამფუძნებელი. ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მუშაობის 41 წლიანი პროფესიული და პროფესიაში პედაგოგიური მუშაობის 23 წლიანი გამოცდილება. ბაფ-ის ნამდვილი წევრი და პროფესიონალი ბუღალტერი - 2000 წლიდან. 1995 წლიდან - საქართველოში აუდიტორული საქმიანობის შესახებ კანონის შემოღებიდან - ერთ-ერთი პირველი მოქმედი სერტიფიცირებული და ლიცენზირებული აუდიტორი. ბაფ-ის გამგეობის თავმჯდომარე. საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის დაარსებიდან იმერეთის რეგიონალური ფილიალის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი. 1998 წლიდან - საერთაშორისო სტანდარტებით ბუღალტრული აღრიცხვის სწავლების სერტიფიცირებული ინსტრუქტორი. რამოდენიმე სასწავლო პროგრამისა და პროფესიული სახელმძღვანელოს ავტორი, რომელიც ონლაინ რეჟიმში წარმატებით ახორციელებს აღრიცხვისა და ფინანსების სფეროს სპეციალისტთა მომზადების მრავალ ინოვაციურ პროექტს. რეგისტრირებულია აუდიტორთა სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს ინდივიდუალური სახელმწიფო ნომერი - SARAS - A -1/2451.
    2/10
    ამბერკი ნიქაბაძე-ონლაინ სწავავლების მენეჯერი
    მმართველი პარტნიორი კომპანიის დამფუძნებელი. ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მუშაობის 36 წლიანი პროფესიული მათ შორის შიდა აუდიტორად და აუდიტორად მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. ბაფ-ის ნამდვილი წევრი და პროფესიონალი ბუღალტერი - 2000 წლიდან. რეგისტრირებულია აუდიტორთა სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს ინდივიდუალური სახელმწიფო ნომერი - SARAS - A - 725426.
    3/10
    თამაზი სიქტურაშვილი საბუღალტრო პროგრამა ,,ორისის“ ინსტრუქტორი
    აუდიტორი. ბიზნესის სხვადასხვა სფეროში (საფინანსო სექტორი, მშენებლობა. მომსახურება) პროფესიული მუშაობის 14 წლიანი (მ/შორის შიდა აუდიტორისა და აუდიტორის თანამდებობაზე მუშაობის 10 წლიანი), ასევე სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამებთან მუშაობის და სწავლების (პედაგოგიური) 10 წლიანი გამოცდილება. ბაფ-ის ნამდვილი წევრი და პროფესიონალი ბუღალტერი-2002 წლიდან. რეგისტრირებულია აუდიტორთა სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს ინდივიდუალური სახელმწიფო ნომერი - SARAS - A -926589.
    4/10
    თამარი ნიქაბაძე -სამართლის საფუძვლების ლექტორი.
    იურისტი, კომპანიის პარტნიორი, სამართლის მაგისტრი. სპეციალობის მიხედვით მუშაობის 7 წლიანი და პედაგოგიური საქმიანობის 6 წლიანი გამოცდილება.
    5/10
    გიორგი ნიქაბაძე - ლექტორი. პიარ-მენეჯერი.
    აუდიტორი, კომპანიის პარტნიორი. ბაფ-ის ნამდვილი წევრი და პროფესიონალი ბუღალტერი ACCA-ის პროგრამით - 2014 წლიდან ბიზნესის სხვადასხვა სფეროში (საფინანსო სექტორი, წარმოება, მომსახურება) პროფესიული მუშაობის 8 წლიანი (მათ შორის შიდა აუდიტორისა და აუდიტორის თანამდებობაზე მუშაობის 5 წლიანი) და პედაგოგიური საქმიანობის 3 წლიანი გამოცდილება. რეგისტრირებულია აუდიტორთა სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს ინდივიდუალური სახელმწიფო ნომერი - SARAS - A -926589.
    6/10
    გრიგოლი ნიქაბაძე- დირექტორის მოადგილე
    აქვს სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 34 წლიანი გამოცდილება. 25 წელი მუშაობდა სს „ქუთაისის ავტოქარხანაში“. ბოლო 5 წელი აღმასრულებელ დირექტორად. 5 წელი ქუთაისის მერიის მთავარ სპეციალისტად. 2012 წლიდან შპს „ბიზნესის აკადემიურ ცენტრში.“
    7/10
    ლევანი ჯიქიძე ვებ-გვერდის პროგრამისტი.
    Full Stack Web Developer - მაღალი სირთულის სერვერული სისტემების და ვებ-გვერდების დაპროექტების და შესრულების გამოცდილებით.
    8/10
    გიორგი გაბრიაძე- ვიდეო-აუდიო სტუდიის ხელმძღვანელი
    9/10
    ელისო იამანიძე- სასწავლო მასალის პრაქტიკული ნაწილის მომზადების მენეჯერი.
    პედაგოგიკისა და მათემატიკის დიპლომირებული სპეციალისტი. ბიზნესის აკადემიურ ცენტრში 2009-2011 წლებში გავლილი აქვს ფინანსური მენეჯერის სერთიფიცირების სამსაფეხურიანი პროგრამა. აქვს ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მუშაობის 25 წლიანი პრაქტიკა. მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის 10 წლიანი, არასამთავრობო სექტორში მუშაობის 3 წლიანი, მთავარ ბუღალტრად მუშაობის 4 წლიანი და პედაგოგიური მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება. 2014 წლიდან თანამშრომლობს ბიზნესის აკადემიურ ცენტრში სასწავლო მასალის პრაქტიკული ნაწილის მომზადების მენეჯერად.
    10/10
    გიორგი ლაბუჩიძე - საბუღალტრო პროგრამა ორისის ინსტრუქტორი.
    ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი. ბიზნესის აკადემიური ცენტრის კურსდამთავრებული. აღრიცხვის სფეროში სამშენებლო ბიზნესში მუშაობის გამოცდილებით.

    პრეზენტაცია

    სერტიფიცირების პროგრამა

    599412536, 592412536
    aniqabadze@gmail.com

    კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    Baco Ge
    BACO.GE
    bacoge
    საბანკო რეკვიზიტები: ს/კ 212883254
    შპს "ბიზნესის აკადემიური ცენტრი" GE92TB0370236080101001