შესვლა

შეთანხმება

შპს ,,ბიზნესის აკადემიური ცენტრის“ მიერ ონლაინ რეჟიმში განხორციელებული

დისტანციური სწავლების წესები

 

I. ზოგადი დებულება

ტერმინთა და სახელების მოკლე განმარტებები:

დისტანციური სწავლება- სასწავლო, ვიდეო დ ააუდიო მასალების მიწოდება ვებსაიტის მეშვეობით, თვითშემოწმების ტესტები და მოცანები, სარეიტინგო ტესტები.

მასალების მიწოდება ვებსაიტის მეშვეობით- საიტზე განთავსდება ვიდეოლექციები, ასევე თანდართული მასალები(თეორია, ფორმები, სავარჯიშოს აუდიოამოხსნა, ამოცანების ნიმუშები).

ონლაინ ტესტირება- კურსის მსმენელი ყოველი თავის შემდეგ გადის ტესტირებას განვლილ მასალაზე დისტანციურად.

შპს ,,ბიზნესის აკადემიური ცენტრი“ შემდგომში-,,ბაც“.

დისტანციური სწავლების პროგრამაში მონაწილეობის მსურველი- მომხმარებელი.

ყველა მომხმარებელი ვალდებულია“ბაც-ის” ვებ-გვერდზე-(www.baco.ge)- რეგისტრაციის გავლის  წინ გაეცნოს წინამდებარე წესებს.

მომხმარებლისათვის რეგისტრაციის გავლა-ნიშნავს თანხმობას “ბაც-ის” მიერ დადგენილი წესების მიმართ.

სწავლების წესების არ ცოდნა-არ წარმოადგენს ხელშეკრულების მოშლის მიზეზს და წინამდებარე წესების თანახმად, მომხმარებელს არ ანთავისუფლებს ვალდებულებებისაგან.

II. სასწავლო პროგრამასთან მუშაობა, ანგარიში და ბალანსის მართვის წესები:

III პროგრამის სტრუქტურა და შინაარსი

პროგრამა შედგება სამი სასერტიფიკაციო დონისაგან თითოეულის დასრულებისას გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში იღებთ შესაბამის სერტიფიკატს.

I დონე - ფინანსური აღრიცხვის ბუღალტერი

II დონე - საგადასახადო დაბეგვრის სპეციალისტი

III დონე - ფინანსების მენეჯერი

IV-I-II დონის გავლის შემდეგ შესაძლებელია საწარმოო პრაქტიკა და სტაჟირება.

დონეების მიხედვით ისწავლება შემდეგი საგნები:

I დონე - ფინანსური აღრიცხვა - ანგარიშგება

1 . ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები

2 . ბუღალტრული აღრიცხვა

3 . ფინანსური ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტებით

4 . საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა „ ორის ბუღალტერია“

5.  ექსელის საწყისი გაკვეთილები.

6. სასწავლო და საწარმოო პრაქტიკა. ფირმის სადამფუძნებლო დოკუმენტებიდან -ფინანსური ანგარიშგების მომზადებით.

II დონე - ბიზნესსამართალი და გადასახადებით დაბეგვრა

1 . სამოქალაქო სამართლის საფუძვლები

2. სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

3. საგადასახადო სისტემის სამართლებრივ ეკონომიკური საფუძვლები

4. საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები

5. საგადასახადო დეკლარაციები.

III დონე - მმართველობითი აღრიცხვა და ფინანსების მართვა

1 . ორგანიზაციის მართვა

2. დანახარჯთა აღრიცხვა

3. დანახარჯთა საკალკულაციო სისტემები

4. მმართველობითი კონტროლი და გადაწყვეტილებების მიღება

5. ფინანსური მართვა

IV. სასწავლო პრაქტიკა და სტაჟირება.

  1. ფირმის სადამფუძნებლო დოკუმენტებიდან -ფინანსური ანგარიშგების მომზადებით.

IV. სერთიფიცირების ხანგრძლივობა

სერტიფიცირების I დონე - 4 თვე

სერტიფიცირების II დონე - 5 თვე

სერტიფიცირების III დონე - 7 თვე

სასწავლო პრაქტიკა 2 თვე, სტაჟირება 3 თვე.

V. პროგრამის ღირებულება და სხვა ორგანიზაციული საკითხები

პროგრამის სახელმძღვენელოების, ტესტირების მასალების, ლექციებისა და სერტიფიცირების ღირებულება განსაზღვრულია თვეში:

I დონე 200 ლარის ოდენობთ.

II დონე 160 ლარის ოდენობით.

III დონე- 100 ლარის ოდენობით.

სასწავლო პრაქტიკა უფასო. სტაჟირება ანაზღაურებით.

პირველ დონეზე სწავლებაზე მიღება ხდება კონკურსის წესით.

1.      ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება, ორისის და ექსელის პროგრამის საწყისი გაკვეთილებით. სწავლის ხანგრძლივობა  4 თვე. ჯგუფები მუშაობას იწყებენ:  1 თებერვალს; 1 აპრილს; 1 ივნისს; 1 სექტემბერს;  1 ნოემბერს.

2.      სამართლის საფუძვლები და საგადასახადო კანონმდებლობა. დეკლარაციები.  სწავლის ხანგრძლივობა  5 თვე. ჯგუფები მუშაობას იწყებენ: 1 მარტს; 1 ოქტომბერს.

3.      მმართველობითი აღრიცხვა. 7 თვე. სწავლის ხანგრძლივობა  7 თვე. ჯგუფი მუშაობას იწყებს 1 ნოემბერს.

სასწავლო კაბინეტი მუშაობს უწყვეტად 24 საათი. შესვლა შეგიძლიათ ნებისმიერ თქვენთვის მოხერხებულ დროს.

 

მომხმარებელს რეგისტრაციის გავლისთანავე საიტზე www.baco.ge ეხსნება ,,კაბინეტი" სადაც შეუძლია მაშინვე შესვლა. ყველა მომხმარებელს აქვს თავისი კაბინეტი სადაც მომხმარებელი ღებულობს სასწავლო მასალას, ვიდეო ლექციებს, სავარჯიშოებს, ტესტებს და ამოცანებს თავისი ამოხსნებით. რეგისტრაციისთანავე მომხმარებელი მიიღებს სასწავლო პროგრამის პირველი ხუთი თავის წიგნის ელ. ვერსიას pdf ფაილის სახით, ამავე თავების ვიდეოლექციებს და თვითშემოწმების ტესტებს. სასწავლო მასალასთან მუშაობისას თუ გაგიჩნდებათ კითხვა ან რომელიმე საკითხი ბუნდოვანია მაშინ გასნით ,,კითხვა-პასუხს", ნახავთ სასურველ კითხვას და მოუსმენთ ვიდეოპასუხს. ყველა თავს ახლავს ბოლო 6 წელის 32 ჯგუფიდან შემოსული კითხვები თავისი ვიდეოპასუხებით

განვლილ ხუთ თავზე ონლაინ საკონკურსო სარეიტინგო ტესტირება, რომელშიც კონკურსანტმა სწავლის გასაგრძელებლად უნდა მოაგროვოს ქულების 60%-ი.

მომხმარებელს შეუძლია გამსვლელი ქულის მოპოვების შემთხვევაშიც კი არ გააგრძელოს სწავლა, რის გამოც მას არ წარმოეშვება არავითარი ვალდებულება ,,ბაც“-ის მიმართ და არც არანაირი ახსნა-განმარტება არ მოეთხოვება.

სწავლებაში ჩართულმა მომხმარებელმა სწავლის დაწყებამდე ორი დღით ადრე უნდა გადაიხადოს პირველი თვის ღირებულება 200 ლარი. ხოლო შემდგომში ყოველი თვის 6 რიცხვამდე უნდა დაფაროს გადასახდელი თანხა. (ავანსი შეიძლება გადახდილი იქნეს ნაწილ-ნაწილ, ისე რომ სასწავლო პროგრამამ იმუშაოს გამართულად.)

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს ვინც გაივლის წინა საკონკურსო სწავლებას და ტესტირებაზე მოაგროვებს საერთო ქულების 60%-ს. ასაკზე შეზღუდვა არ არის. საწყისი საბაზისო ცოდნა არ მოითხოვება. ვიწყებთ ნულიდან.

ყველა სწავლის მსურველმა, რეგისტრაცია უნდა გაიაროს ვებგვერდზე.

პროგრამის მიმდინარეობისას სტუდენტის მუშაობა სისტემატიურად მოწმდება საკონტროლო ტესტირებებით (ონლაინ რეჟიმში), რომელთა შედეგებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საბოლოო გამოცდის მოსალოდნელ შედეგს. სერტიფიცირებისათვის სტუდენტი საგამოცდო ტესტს აბარებს ონლაინში -დისტანციურად. საგამოცდო ნაშრომის დადებით შეფასებად ითვლება საერთო ქულების 70% და ზევით.

სარეიტინგო ტესტებში 90% და გამოცდაზე 95%-ზე მეტი ქულის მოგროვებისას სერტიფიკატთან ერთად სტუდენტს გადაეცემა სარეკომენდაციო წერილი. 

სარეიტინგო ტესტებთან მუშაობის ინსტრუქცია:


 

,,ბაც“-ის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის შედეგად მომხმარებლისათვის მინიჭებული “პაროლი” არის საიდუმლო და სასტიკად იკრძალება მისი გასხვისება და მომხმარებლის მიერ მისი გადაცემა მესამე პირზე. “პაროლის” უსაფრთხოებაზე უშუალო პასუხისმგებელია თვითონ მომხმარებელი.

პაროლის” დაკარგვის, მისი სხვა პირზე გადაცემისა და მოპარვის შემთხვევაში მიყენებულ ზარალზე,,ბაც“-“ სრულად იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას და ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა უშუალოდ მომხმარებელს ეკისრება.

მომხმარებლის მხრიდან თაღლითობის გამოვლენის შემთხვევაში, რომლის შედეგადაც “ბაც-ს” მიადგება ფინანსური ან/და მორალური ზიანი, შეილახება მისი “საქმიანი რეპუტაცია”, ის იტოვებს უფლებას:

გააუქმოს ან/და დაუბლოკოს ვებ-გვერდზე შემოსვლა;

აუკრძალოს დეპოზიტზე თანხის შემოტანა და ლექციების შესყიდვა;

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიმართოს შესაბამის ორგანოებს “თაღლითობის ფაქტის” შესასწავლად მასზე შემდგომი რეაგირების მიზნით;

ბაც-ი” იტოვებს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ უარი უთხრას მომხმარებელს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლაზე ან/და ლექციების ყიდვაზე და ამავდროულად არ მისცეს მას განმარტება უარის მიზეზზე.

მომხმარებლის მიერ, ელექტრონული სისტემებიდან, ბალანსის შევსების მომენტში, მის მიერ თანხის სხვა პირად ნომერზე შეცდომით გადარიცხვის შემთხვევაში, ”ბაც“-ის ადმინისტრაცია იხსნის ყოველგავრ პასუხისმგებლობას აღნიშნული თანხის დაბრუნებასთან ან/და გადატანასთან დაკავშირებით. შეცდომით, სხვა პირად ნომერზე გადარიცხული თანხის დაბრუნება მომხმარებლისათვის შესაძლებელია მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

 

შპს“ბიზნესის აკადემიური ცენტრი”


 

ყველა უფლება დაცულია